
მაისურები
თითოეული პრინტის უკან უნიკალური ქართული პერსონაჟი დგას თავისი უცნაური ხასიათითა და ისტორიით.
ცომი
შეკერვა, იარლიყები და შეფუთვა — თითქმის ყველაფერი ადგილობრივად იწარმოება საქართველოში.
ლიმიტირებული ტირაჟები — თუ დროპი გაიყიდა, ის აღარ დაბრუნდება.
მკვრივი, რბილი ქსოვილი, რომელიც რეცხვის შემდეგაც ფორმას ინარჩუნებს.
პერსონაჟები, რომლებსაც თავისი ხასიათი და ისტორია აქვთ.
ცომისგან ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს — ნებისმიერი ფორმა, გემო თუ იდეა. ჩვენთვის ეს თავისუფლებისა და შემოქმედების ნიშანია: ჩარჩოებისა და საზღვრების გარეშე. სწორედ ამიტომ არსებობს TSOMI — ბრენდი, რომელსაც საზღვრები არ აქვს.

ექსტრავერტი
ჩვენი თავისუფლების სიმბოლო. ხმაურიანი, ხალისიანი და ცოტათი გიჟი — საუკეთესო გაგებით. მოგზაურობს, ახალ ადამიანებს ეცნობა, ყველაფერს სინჯავს და სულ არ ადარდებს, ვინ რას იფიქრებს. ცხოვრობს ზუსტად ისე, როგორც მოსწონს. ცოტა ხნის წინ კი მის ცხოვრებაში რაღაც დიდი მოხდა…
ახალი დროპები, პერსონაჟები და ისტორიები ბათუმიდან — ყველაფერი ჯერ Instagram-ზე ჩნდება.